საჩუმათო ამბავი

საჩუმათო ამბავი
Год выхода 1979
წიგნის ავტორია იმპერატორ გო-ფუკაკუსას (1243 - 1304 წ.წ.) სეფექალი - ნიძიო (1258 - ?); მართალია, წიგნი XIV საუკუნეშია შექმნილი, მაგრამ მხოლოდ 1940 წელს აღმოაჩინეს სასახლის წიგნთსაცავის ძველ ხელნაწერთა შორის. ეს იყო დაკარგული დედნიდან უცნობი გადამწერის მიერ XVII საუკუნეში გადაღებული პირი."საჩუმათო ამბავი" წარმოდგენილია ხუთ გრაგნილად (სავარაუდოდ არსებობდა მეექვსე გრაგნილიც, მაგრამ მისი ბედი უცნობია).ნიძიო აღწერს იაპონელ იმპერატორთა, "ღვთაებრივ წინაპართა" კარის ყოფასა და ზნე ჩვეულებებს. ამ პერიოდში, სისხლით ნათესავებს შორის ქორწინება ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა და, როგორც წესი, მომავალ მეუღლეთა ბედი ადრეულ ასაკში წყდებოდა. შუა საუკუნეების იაპონიაში, სამეფო კარზე არ არსებობდა ჰარამხანა, სამაგიეროდ, აქ იყო ჰასების ინსტიტუტი.სამეფო კარზე იწვრთნებოდნენ ხელოვნებაში, მუსიკაში, ხატვაში, ლიტერატურაში - უმთავრესად, პოეზიაში.შუა საუკუნეების იაპონური პროზის უნიკალური თავისებურებაა მისი ლირიკული ხასიათი, ადამიანის სულიერი ცხოვრების, გრძნობებისა და განცდების გახსნა. ეს ხასიათი განსაკუთრებით გამოვლენილია ჟანრში, რომელსაც იაპონელები ტრადიციულად "დღიურებს" (იაპონურად - "ნიკკი") უწოდებენ.
